|
2016-12-10 15:17:01, 2657 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი, ბუბაკერ ალ-ჰაკიმი დაიღუპა
სირიაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ავიაიერიშის შედეგად , "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ბუბაკერ ალ-ჰაკიმი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტი 26 ნოემბერს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ახლა დადასტურდა. როგორც BBC წერს, ალ-ჰაკიმი ფრანგულ, სატირულ გამოცემა Charlie Hebdo-ზე თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ტერორისტული დაჯგუფების 33 წლის ბოევიკი წარმოშობით თუნისელი იყო. 2008 წელს ალ-ჰაკიმი საფრანგეთში დააპატიმრეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ბაღდადში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამასთან, მედიის ცნობით, ის 2011 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ტუნისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 2 ადგილობრივი პოლიტიკოსი მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)