|
2016-12-10 14:10:47, 1532 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა
ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა. "ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ პრობლემები კვლავ არსებობდა ძირითადად ეფექტური გამოძიების კუთხით. ასევე საუბარია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე. სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა. მოლოდინი იმისა, რომ მოხდებოდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საქმეების ელექტრონული განაწილების წესი დამკვიდრდებოდა, სამწუხაროდ, ამ წელს არ განხორციელდა“, - განაცხადა ნანუაშვილმა. "განსაკუთრებით პრობლემები იყო როგორც ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, ასევე პრობლემა იყო იმ მიმართულებით, რომ გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების რაოდენობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია რამდენიმე კვირის წინ ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების ფაქტი. ანგარიშში საუბარია ყველა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და იქ უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობას", - აღნიშნა ნანუაშვილმა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ასევე საუბარია ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. მისივე თქმით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კვლავ რჩება ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, ისევე, როგორც სიღარიბე და ძალადობა ბავშვთა მიმართ. ცნობისთის, ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday INN.-ში გაიმართა და მას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)