|
2016-12-09 19:46:28, 1823 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: არ მიმაჩნია სწორად საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება
არ მიმაჩნია სწორად საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როდესაც იქმნება საკონსტიტუციო კომისია, აუცილებელია კომისიაში ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი. „პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში. თუ კონკრეტულად პრეზიდენტი - არა, მისი რომელიმე წარმომადგენელი მაინც. არ მგონია, რომ რაიმე საფრთხის შემცველია, ან რაიმე პრობლემებს შექმნიდა პრეზიდენტის მონაწილეობა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ინაშვილის განცხაებით პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის მხრიდან მეტი არგუმენტია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა და არა ხალხმა უნდა აირჩიოს. „წინასწარ ცნობილია რამდენიმე საკითხი, რაზეც ამ კომისიამ უნდა იმსჯელოს და შეისწავლოს. ერთ-ერთი ეხება პრეზიდენტის არჩევის საკითხს. ამასთან მიმართებაში ჩვენ კითხვები გვაქვს. მეტი არგუმენტები გვჭირდება უმრავლესობის მხრიდან, რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა და არა ხალხმა. იმიტომ იქნება ეს კომისია, რომ დაისვას შეკითხვები, გაიმართოს დისკუსია და ამ დისკუსიის ფარგლებში ყველა უნდა მონაწილეობდეს“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)