|
2016-12-09 17:24:23, 1361 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლიტვის დელეგაციას შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან და ლიტველ ექსპერტთან კლაუდიუს მანიოკასთან შეხვედრა გამართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ლიტველი ექსპერტი საქართველოში ლიტვის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ეწვია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მხარდაჭერას ეხება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიტვის ექსპერტებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)