|
2016-12-09 17:06:05, 1327 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მის უწყებაში ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირებას, სერგეენკო ამბობს, რომ ეს ერთეულ შემთხვევებში მოხდება: „ხარჯების პროცენტის შეკვეცაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ზოგადად, ვიცით, რომ ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი, მაღალი ალაბთობით ეს ასეც იქნება. ჩვენ საკმაოდ გამოწურული ბიუჯეტი გვქონდა, მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც არ გვქონდა. ახლა ვგეგმავთ დაზოგვები განვახორციელოთ ჯამურ ბიუჯეტში იმისთვის, ვინც მართლა ეფექტურად მუშაობს 10%-იანი კლება არ მოხდეს , არამედ შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ სხვა მიმართულებით დაზოგილი თანხები დავუბალანსოთ. ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა და არც იქნება. ბიუჯეტის პარამეტრებმა კიდევ უფრო დაგვაჩქარებინა იმ ინსტრუმენტების ამუშავება, როემლიც ობიექტური კრიტერიუმებით გაზომავს თანამშრომლების მუშაობის შესრულებას. ვფიქრობ, თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში“,-განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)