|
2016-12-09 16:17:38, 1073 ნახვა
პოლიტიკა
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიხსენა, როდესაც მათ გამოთქვეს წუხილი, რომ საცხოვრებელი სახლის გაფართოების თუ ახალი ობიექტების აშენებისას, მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთან შეჯახება უწევდათ. „ამიტომ დღეს, გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს არის ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ გადაწყვეტილების ბოროტად გამოყენება. მეორეს მხრივ, აუცილებელია ამ პროცესის გამარტივება, რათა ის ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს თუ მცირე სასტუმროებს აქვს დღეს თუშეთში, შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)