|
2016-12-09 14:26:08, 1368 ნახვა
პოლიტიკა
კალაშნიკოვი: უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება სატყუარაა
დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაძელბლობა "სატყუარაა". ამის შესახებ კალაშნიკოვმა "რია-ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც კალაშნიკოვმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმი ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და მათ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებს. "ისინი მიანიჭებენ მათ უვიზო რეჟიმს, თუმცა მუშაობისა და სხვა უფლებების გარეშე. ეს არის სატყუარა, რომელიც არაფერს გადაწყვეტს იმ ხალხისთვის, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს და უნდა გადაიხადოს ბინის, განათლების და უკრაინაში ცხოვრების სხვა გადასახადები", - განაცხადა დეპუტატმა. ლეონის კალაშნიკოვმა ასევე მოლდოვის მაგალითი გაიხსენა, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით უკვე სარგებლობს, თუმცა ბევრი ფარული პრობლემის წინაშე დგას. "შეხედეთ მოლდოვას, მის გამოცდილებას. მათაც მიანიჭეს უვიზო რეჟიმის უფლება, თუმცა სახელმწიფოს ცხოვრება ამაში არ მდგომარეობს. გაუუქმებენ სავიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? არა, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ უვიზო რეჟიმი ვიზიტორისთვისაა, რომლითაც უკვე სარგებლობს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, თუმცა რომელიც დასაქმების უფლებას არ იძლევა", - განაცხადა კალაშნიკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)