|
2016-12-09 14:01:58, 2688 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა
თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა მათ, აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. როგორც CNN Turk-ი იტყობინება, სამართალდამცველები თურქეთის 12 პროვინციაში რეიდებს ახორციელებენ. ეჭვმიტანილებს შორის არიან უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეც. ცნობისთვის, 15 ივლისში თურქეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში 36 ათასი ადამიანი დააკავეს, 100 ათასზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა რამდენიმე უნივერსიტეტი და მედია საშუალება. შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გადატრიალების ორგანიზატორად თურქეთის მთავრობა მუსლიმ მქადაგებელს, პეტჰულა გიულენს მიიჩნევს, რომელიც ამერიკაში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ოფიციალური ანკარა მის ექსტრადირებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)