|
2016-12-09 12:53:05, 841 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს
ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს -განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დინამიკას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოში ნორვეგიული ბიზნესისა და ინვესტიციების გაზრდის მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგო სექტორში არსებული ნორვეგიული ინვესტიცია. ისაუბრეს ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ბორგე ბრენდემ ქართველ კოლეგას მიულოცა ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე და იმედი გამოთქვა რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მალე ამოქმედდება. მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნორვეგიის პრაქტიკული დახმარება და ასევე მადლობა გადაუხადა მათ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)