|
2016-12-09 11:47:24, 1456 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრის კენჭს
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრიან კენჭს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, 15 დეკემბერს კენჭისყრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამასთან, 14 დეკმებერს პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები "შეჩერების მექანიზმზე" ისმჯელებენ. გარდა ამისა, მომავალ კვირას სავარაუდოდ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რის შემდეგაც ცნობილი უნდა გახდეს, თუ როდის გაიტანენ აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე. ცნობისთვის, ე.წ შეჩერების მექანიზმის განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც LIBE-ს კომიტეტმა საკითხის რეგულაცია დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წევრი წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა წევრმა კენჭისრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი 7 დეკემბერს შეათანხმეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)