|
2016-12-09 11:18:19, 821 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა "კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის" წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამი "კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის" წევრებთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბის წევრებმა და გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე შედიოდნენ, განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შედგა ძალიან ღია საუბარი საქართველოსათვის მნიშვნელოვან თემებზე, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. საფრანგეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემების ფართო სპექტრს, როგორც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპაციის თემებს. "დღეს საფრანგეთი მომავალი არჩევნებისათვის მზადების პოლიტიკურ პროცესშია და ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ პოლიტიკურ წრეებამდე და მაქსიმალურად გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პოლიტიკურ წრეებში'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. როგორც კლუბის თავმჯდომარემ ჟან პოლ კარტერონმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს. შეხვედრისას საუბარი პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროების განვითარების თემებსაც შეეხო, მათ შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)