|
2016-12-08 19:44:29, 1450 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში საქართველოს ეუთოს გაძლიერებული ჩართულობა ესაჭიროება
ჩვენ გვჭირდება ეუთოს უფრო ფართო და გაძლიერებული ჩართულობა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში,ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის მთლიან პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. თავის სიტყვაში, საგარო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილაყურადღება და ხაზი გაუსვა ეუთოს წევრი ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმეა.რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევით, კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას დაფაქტიურ ანექსიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაშიინტეგრაციის გზით, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთისუკანონო ქმედებები, შეიარაღებული ძალების ერთობლივი დაჯგუფებების შექმნა და ოკუპირებულ რეგიონებში უწყვეტადმიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამწვავებს იქ არსებულ ისედაც მძიმემდგომარეობას. მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვებაკონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ამ კონტექსტში, საქართველო მხარს უჭერს საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შექმნას და მოუწოდებს საერთაშორისოსაზოგადოებას უზრუნველყოს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების განხორციელება,კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გაყვანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, „საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მიუხედავად, კონფლიქტის მწვავე საკითხებზეთითქმის არანაირი პროგრესი არაა მიღწეული. უფრო მეტიც, ეუთოს რეგიონში ლტოლვილებისა და იძულებითგადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდა ეუთოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის, რომლის დაძლევაც მხოლოდერთი მონაწილე სახელმწიფოსთვის ძალზე რთულია, ამიტომ ორგანიზაციის ადეკვატურ ჩართულობასა და ამ მნიშვნელოვანიჰუმანიტარული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში შეტანას მოითხოვს". მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ნდობისაღდგენა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. მთავრობა ძალისხმევასარ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს. თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მიერ დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეცისაუბრა. მისი თქმით, რეგიონების ოკუპაციისა და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების პირობებში, საქართველოკვლავ აგრძელებს მასშტაბური რეფორმების გატარებას და განუხრელად მიუყვება ევროპული და ევროატლანტიკურიინტეგრაციის გზას. „საქართველოს დემოკრატიული გზა შეუქცევადია და ეს შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოქტომბერშიგამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც ერთხმად შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი დადემოკრატიული" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრა ქ. ჰამბურგში 2016 წლის 8-9 დეკემბერს იმართება. შეხვედრაში მონაწილეობასიღებს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას იღებს სუამ-ის მინისტერიალში, დაგეგმილია შეხვედრები ჟენევისმოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)