|
2016-12-08 14:56:48, 1810 ნახვა
პოლიტიკა
LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა
LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა, - ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წევრი წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა წევრმა კენჭისრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღნიშნულს, რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვაკიც Twitterის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტი წერს, შემდეგი განხილვა სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება. LIBE-ს კომიტეტში შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის თარიღიც. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)