|
2016-12-08 14:37:26, 2929 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
Independent: ევროკავშირმა 50 მილიონ ადამიანს, უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა
ბრიტანული გამოცემა Independent-ი ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც Independent-ი წერს, ევროკავშირმა 50 მილიონ ადამიანს, უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა. გამოცემის თანახმად, 45 მილიონი უკრაინელი და 5 მილიონი ქართველი ე.წ შეჩერების ამოქმედების შემდეგ, რასაც ვიზალიბერალიზაცია მოჰყვება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. “ეს შეთანხმება არის დაბალანსებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის. ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ახლა გაუმჯობესდება. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, კარს გაუღებს იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების პროგრესს, რომლებმაც ყველა აუცილებელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. დღევანდელი შეთანხმებით, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთი ასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა. როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, "შეჩერების მიქანიზმზე" შეთანხმება უკიდურესად რთული პროცესი იყო, თუმცა წარმატებით შედგა. აღსანიშნავია, რომ შეჩერების მექანიზმის რეგულაცია გადაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელიც პირველი მოსმენით უყრის კენჭს, რის შემდეგაც კვლავ საბჭოს დაუბრუნდება დასამტკიცებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)