|
2016-12-08 13:11:32, 1000 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია „OGP"-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის" (Open Government Partnership − OGP) რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მონაწილეობს. გლობალური სამიტის ფარგლებში „OGP"-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. უწყების ცნობით, კომიტეტმა პარტნიორობაში ახალი წევრების მიღებისა და „OGP"-ის ოთხწლიანი სტრატეგიის განახლების შესახებ იმსჯელა. სტრატეგიის თანახმად, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში „OGP" განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მოქალაქესა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, „OGP"-ის პრიორიტეტი იქნება განათლების, ჯანდაცვის, სერვისების მიწოდების და სხვა მიმართულებით ამბიციური ვალდებულებების წახალისება, რომლებიც რეალურად შეცვლის მოქალაქის ცხოვრებას. მმართველმა კომიტეტმა ახალი წევრების მიღების საკითხიც განიხილა. მსჯელობა გაიმართა ღია მმართველობის პარიზის დეკლარაციის შესახებ. წლევანდელი სამიტის მთავარი მოვლენაა აღნიშნული დეკლარაციის ხელმოსაწერად გახსნა. დეკლარაცია შედგება კოლექტიური ვალდებულებებისგან ღია მმართველობის სხვადასხვა თემატიკაზე. მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ერთ ან რამდენიმე ვალდებულებას, რომელთა შესრულება ღია მმართველობის რეფორმების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. სამიტზე საქართველო დეკლარაციის ხუთ კოლექტიურ ვალდებულებას შეუერთდა, ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალშემოქმედების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის ღიაობის მისაღწევად და, აგრეთვე, ვალდებულება, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს. საქართველო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს როგორც პარტნიორობის ახლად არჩეული თანათავმჯდომარე ქვეყანა. 2014 წელს საქართველო − „OGP"-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით. ჩვენს ქვეყანას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. „OGP"-ის გლობალური სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა და 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება. „ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP"-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის" ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP"-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)