|
2016-12-07 23:09:35, 1051 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ
როგორც ვვარაუდობდით, მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა. ვიქტორ დოლიძის თქმით, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. „მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პროცედურული საკითხები იყო დარჩენილი, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს საკითხი პოლიტიკური მღელვარების საგნად იქცა როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ინსტიტუტებში. ის განცხადებები და მიმართვები, რაც ევროკომისარმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბოლო დროს გააკეთეს, შემთხვევითი არ ყოფილა. ასევე, ცალსახაა, რომ საქართველოს პრემიერისა და ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტმა სერიოზული ძვრები გამოიწვია“, - განაცხადა დოლიძემ. მან აქვე დასძინა, რომ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შენობაში ჩატარებულ ორმხრივ შეხვედრებზე არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა განიხილეს, არამედ საერთოდ, ასოცირების დღის წესრიგი. „ეს იყო ბრიუსელში დიდი ქართული ტალღის დადებითად აგორება, რამაც ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში დადებითი შეჯანჯღარება გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მალე ოფიციალურად მივიღებთ, რასაც იმედია, ევროპარლამენტში წლის ბოლომდე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის კენჭისყრა მოჰყვება. როგორც ვვარაუდობდით, მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)