|
2016-12-07 14:40:12, 915 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
სასტუმრო ”The Biltmore hotel Tbilisi“-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ფორუმი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და თვითმმართველობის სიახლეებსა და ინოვაციურ მიმართულებებზე აქტიური დისკუსიის საშუალებას აძლევს. "წლევანდელ ფორუმზე აქცენტი გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ელექტრონულ მმართველობაზე, ტურიზმის ხელშეწყობაზე, იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც "თვითმმართველობებმა" ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის უნდა გამოიყენონ. ჩვენ ვისაუბრებთ გენერალური გეგმის საკითხებზე; თბილისის, როგორც მომავლის ქალაქის კონცეფციაზე, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე და ყველა იმ სიახლეზე, რომელსაც ქალაქის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ვახორციელებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის; მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დამყარებისთვის. ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი გაწერილია ორ დღეზე. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 13 მოდერატორი, 100 პრეზენტატორი, მათ შორის 52 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი ტრანსპორტის, სტრატეგიების შემუშავების, ფონდების მოძიების, ინვესტიციების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ელ. მმართველობის მიმართულებებით. 2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხია და საფუძველს ქმნის „გონიერი” და მოქალაქეების ჩართულობით ფორმირებული ქალაქების ჩამოყალიბების მიმართულებით. ფორუმი იძლევა საქმიანი შეხვედრების და დისკუსიების წარმართვის მრავალმხრივ შესაძლებლობას. ფორუმში მონაწილეობენ სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან. ფორუმის დასასრულს თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის, დამატებითი ფონდების მოძიების სტრატეგიებს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაფორმდება ხელშეკრულება თბილისის მერიასა და World Council on City Data-ს (WCCD) შორის, თბილისისათვის ISO სტანდარტისა და შემდეგ SMART CITY-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე, კიოლნის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. გარდა ამისა, თბილისის მერია ფორუმში მონაწილე ქალაქების წარმომადგენლებს „მწვანე ინიციატივას“ წარუდგენს. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ყოველწლიურად ფორუმის მონაწილეები, ამ მიმართულებით, განხორციელებულ აქტივობებს წარადგენენ. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)