|
2016-12-07 13:30:48, 3197 ნახვა
მსოფლიო
მალტა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც “ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” აიკრძალა
მალტა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც “ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” აიკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლის მეთოდიკის აკრძალვას მალტის პარლამენტის წევრებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი. მიღებული კანონის თანახმად, მალტაში ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის შეცვლისთვის 10 ათასი ევრომდე ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. ამასთან, როგორც კანონშია ნათქვამი, სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დაავადება ან გადახრა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ევროპის საუკეთესო ქვეყნად არის აღიარებული. ცნობისთვის, რეპარატიული თერაპია ემყარება იდეას, რომ ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური აშლილობის შედეგია. მრავალი სამედიცინო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაცია ამ პრაქტიკას არაეთიკურად და დამაზიანებლად მიიჩნევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)