|
2016-12-07 09:29:02, 1219 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესპანელ კოლეგას ალფონსო დასტი კასედოსის შეხვდა
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესპანელ კოლეგას ალფონსო დასტი კასედოსის შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ესპანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ სფეროში არსებული წარმატებული ურთიერთობა ასევე აისახება სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა კვირის ბოლოს ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტისა და 2017 წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის გამო, რაც მინისტრების შეფასებით ხელს შეუწყობს ესპანეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. შემდგომი თანამშრომლობის წარმატებისთვის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესპანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის. ალფონსო დასტი კასედოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, მან აღნიშნა რომ საქართველომ ზედმიწევნით და წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებები და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში დასრულდეს შიდა პროცედურები საბოლოო გადაწყვტილების დროულად მისაღებად. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თბილისში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)