|
2016-12-06 20:15:14, 1534 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში
ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებით კვირიკაშვილი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება და მას დაუსაბუთებელსა და აბსურდულს უწოდებს. "მსურს გამოვეხმაურო დღეს გაჟღერებულ სრულიად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოს მთავრობას არა აქვს ერთიანი პოზიცია წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ - ეს არის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. რაც მთავარია საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ იყოს, აუცილებლად მოყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)