|
2016-12-06 18:08:11, 3030 ნახვა
სამართალი მსოფლიო
ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს
ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური გამოცემა Delfi სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, მაისურაძის დაკავება 3 დეკემბერს მოხდა, 4 დეკემბერს კი, ვილნიუსის სამოქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი კიევიდან ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ის ადგილობრივმა მებაჟეებმა რუსეთის ინიციატივით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს. რუსული მხარე მას ტერორიზმთან კავშირში სდებს ბრალს. მაისურაძის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს. როგორც სააგენტო News4u წერს, ლიტვაში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ ზურაბ მაისურაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა კომენტარისგან თავს იკავებენ. ამასთან, რუსული გამოცემის российская газета ინფორმაციით, ზურაბ მაისურაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)