|
2016-12-06 11:57:29, 723 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-აშშ-ს შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეების შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა. ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც დაეთმო. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)