|
2016-12-06 10:41:33, 888 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-11 ციკლის საორგანიზაციო სესიაზე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. როგორც „ექსპრესნიუსს“საგარეო უწყებიდან აცნობეს, საქართველო პირველად იქნა არჩეული ამ პოზიციაზე და ქვეყანა ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს 2017 წლის განმავლობაში შეასრულებს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საბჭოს პრეზიდენტთან და ბიუროს სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში, ასევე გაუძღვება ცალკეული სხდომების მიმდინარეობას. 2017 წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე პრეზიდენტის ფონქციებს ასევე შესარულებენ ეგვიპტის, ერაყისა და შვეიცარიის წარმომადგენლები. საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)