13:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 13:26:15, 707 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი სამართალდამცავებს მაღაროში დასაქმებულის დაღუპვის ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღაროელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი.

“მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 3 დეკემბერს, ჭიათურის ითხვისის მაღაროს ელმავლის მემანქანე პ.ღ. გარდაიცვალა.

სახალხო დამცელი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და  კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics