|
2016-12-05 12:23:46, 693 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სივრცითი მონაცემები კომპანია „ტომტომის“ სანავიგაციო სისტემებში განთავსდება
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერ კომპანია „ტომტომს“ შორის თანამშრომლების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. სივრცითი მონაცემების ინტეგრაციას მსოფლიოს სანავიგაციო სისტემებში, ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტიც ითვალისწინებს, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საჯარო რეესტრში წარმოებულ გეოგრაფიულ მონაცემებს ტომტომი ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციაში, ავტომობილების ბორტკომპიუტერების სანავიგაციო სისტემებსა და სხვა პროდუქტებში გამოიყენებს. „მსოფლიოს წამყვან სანავიგაციო პროდუქტებში საქართველოს შესახებ გეოგრაფიული მონაცემების ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ა.შ. ამას გარდა, მონაცემთა ინტერგრაცია ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივებს ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას, დროისა და მანძილის განსაზღვრას. საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სანავიგაციო სისტემების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. უწყებამ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სააგენტო უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია Google-თან, რომლის შედეგად, ქვეყნის დეტალური გეოგრაფიული სივრცითი მონაცემები და მოქმედი სანავიგაციო სისტემაა google maps-ზეა ხელმისაწვდომი. საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სიტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით თანამშრომლობას გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც გეგმავს“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ცნობისთვის, ტომტომი სანავიგაციო სისტემებისა და ელექტრონული რუკების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წარმოებული სანავიგაციო რუკები ფარავს მსოფლიოს 135 ქვეყანას და 4 მილიარდზე მეტ მოსახლეს. მის მიერ ხორციელდება 52 ქვეყნის საგზაო მოძრაობის ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეალურ დროში. ტომტომის პროდუქტები მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები, განაშენიანების არეალები, დაცული ტერიტორიები, ტურისტული ღირშესანიშნაობები, სატრანსპორტო ქსელი და მოძრაობის ინტენსივობა და სხვა.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)