|
2016-12-05 12:19:12, 2468 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა რუსეთს „ნომერ პირველი საფრთხე“ უწოდა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივან დებორა ჯეიმსის განცხადებით, "რუსეთი აშშ-სთვის ნომერ პირველი საფრთხეა, - ამის შესახებ დებორა ჯეიმსმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჯეიმსმა აღნიშნა, აშშ-ის წინააღმდეგ ძალიან ბევრი საფრთხეა, თუმცა რუსეთი, თავისი ატომური პოტენციალის ფონზე, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. ამასთან, პენტაგონის მოქმედი ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი რუსეთის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა და აღნიშნავს, რომ აშშ-მა მომავალში ნატო-სთან თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა განამტკიცონ, რომ გარკვეულ საფრთხეებს გაუმკლავდნენ. "რუსელი აგრესია და პროვოკაციები მოჩვენებით ამბიციებსა და უადგილო წყენებზეა დაფუძნებული", - განაცხადა კარტერმა. მისივე თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა შეიარაღების საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია. აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ქვეყანამ კიბერუსაფრთხოება უნდა გააძლიეროს, იმისთვის, რომ თავი დაიცვას რუსეთისგან, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია. ცნობისთვის, სექტემბერში აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 602 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, დოკუმენტში გაწერილია, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე ბიუჯეტიდან თანხა არ უნდა დაიხარჯოს. ეშტონ კარტერის თქმით, ბოლო დროის განმავლობაში რუსეთმა თავის აგრესია, ევროპაშიც გამოამჟღავნა, ამიტომ მომავალ წელს მისგან თავდაცვის მიზნით ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)