|
2016-12-05 09:40:47, 2170 ნახვა
სამართალი
სასაზღვრო პოლიციას დათო ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილმა დათო ნიკოლეიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა. „ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა. ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად გავნახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სასაზღვრო პოლიციის ახალმა უფროსმა შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად,“- აღნიშნა დათო ნიკოლეიშვილმა.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)