|
2016-12-03 18:09:34, 2765 ნახვა
მსოფლიო
ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ბრაზილიელი ფეხბურთელების ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს
ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ბრაზილიელი ფეხბურთელების ცხედრები სამშობლოში, ქალაქ შაპეკოში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, - ამის შესახებ BBC იუწყება, მედია საშუალების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 19 ფეხბურთელი, 25 მწვრთენლი, საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობა და ტექნიკური პერსონალი, ასევე, 20 ბრაზილიელი ჟურნალისტი იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, ცხედრების ჩამოსვენებისას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი იმყოფებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ის სამოქალაქო პანაშვიდს არ დაესწრება. BBC-ის ინფორმაციით, სტადიონ Arena Conda-ზე ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხელისუფლების ინფორაციით, კატასტროფამდე ცოტახნით ადრე მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და საფრენი ბილიკისკენ მიმართულებას ითხოვდა. საგანგებო დაშვების მიზეზი საწვავის უკმარისობა გახდა. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 71 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი გადარჩა. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მედელინში მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)