|
2015-03-24 10:43:11, 506 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საჯარო უწყებების დაჯარიმება, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშს მოისმენენ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დაჯარიმებულ უწყებებს შორის საჯარო უწყებები მოხვდა, რაც მისივე შეფასებით, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს. "ჩვენ პირველად მოვისმენთ პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა ანგარიშს დეტალურდ. ეს არის პირველი ანგარიში მას შემდეგ, რაც ეს ინსტიტუტი შეიქმნა და კომიტეტი, როგორც ამ შემთხვევაში წამყვანი კომიტეტი, მოამზადებს დასკვნას, ვფიქრობ, საყურადღებოა ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დაჯარიმებულ უწყებებს შორის სწორედ საჯარო უწყებები მოხვდა, ეს მეტყველებს სწორედ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე",-განაცხადა ეკა ბესელიამ. გარდა ამისა, დღესვე კანონმდებლები სისხლის სამართლის სპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)