19:43 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 17:48:47, 1810 ნახვა

ეკონომიკა
კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის რეიტინგში ფინანსთა სამინისტრო ლიდერობს

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის წარმატებულ მაგალითად მოგების გადასახადის რეფორმის მომზადების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო სექტორთან თანამშრომლობა დასახელდა. ამის შესახებ "ექსრეპნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან.

მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ექსპერტები, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ის ანალიტიკოსები, ასევე, ესტონელი კოლეგები. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად შეფასდა რეფორმის განხორციელება საქართველოში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics