|
2016-12-02 12:04:54, 1233 ნახვა
სხვადასხვა
ბარაკ ობამამ მთავარი ნაძვის ხე აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ გაანათა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის პირველი პირის რანგში ვაშინგტონში მთავარი ნაძვის ხე უკანასკნელად გაანათა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ნაძვის განათების ცერემონიას ბარაკ ობამასთან ერთად პირველი ლედი მიშელ ობამა და მათი უმცროსი ქალიშვილი ესწრებოდნენ. ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაიცემოდა. აშშ-ის პირველმა პირმა ქვეყნის ღირებულებებსა და ტრადიციებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ღირებულებები ამერიკის მოსახლეობას აერთიანებს. ბარაკ ობაბამ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა დიდი პატივი იყო. ღონისძიების ჩატარებაში ობამების ოჯახს ცნობილი მსახიობები და მომღერლები ეხმარებოდნენ, მათ შორის ევა ლონგორია, მარკ ენტონი და კელი კლარკსონი. ნაძვის ხის განათებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ცნობისთვის, ეს მთავარი ნაძვის ანთების რიგით 94-ე ცერემონიაა, ხოლო ბარაკ ობამამ ამ ცერემონიაში მერვედ მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს აშშ-ში ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)