14:49 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 10:40:43, 1977 ნახვა

სამართალი
ფრანგი სამართალდამცველები შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

საქართველოს შინაგან სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო.

შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები - საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი ჟან‐პიერ მიშელი, ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის უფროსი, პოლკოვნიკი ბერნარდ ტიბუ და ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკ‐ლეიტენანტი ანტუან ბიარდი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტებს ეწვივნენ.

ფრანაგი სტუმრები „112“-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტებით დაინტერესდნენ, საპატრულო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და ქართველი სამართალდამცველების მუშაობას გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics