01:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:06:15, 788 ნახვა

პოლიტიკა
ელმარ ბროკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

მათივე ცნობით, კვირიკაშვილმა  ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიურ როლზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტის მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმას.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზეთავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა აღინიშნა, სადაც  საქართველოს მოსახლეობის ნება აისახა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics