|
2016-12-01 12:29:03, 1975 ნახვა
პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე დაინიშნენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე დაინიშნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს. პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ: პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთში, გრენობლის ბიზნეს სკოლაში მიიღო. გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „ტონი ბლეარ ესოშიეითს“ უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი. მოადგილე - კახაბერ გულედანი - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მრეწველობის დაგეგმვის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს ეროვნული ბანკში, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მრჩევლის თანამდებობაზე, „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის მენეჯერად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. მოადგილე - გალაკტიონ ბუაძე - დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)