13:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 19:37:58, 795 ნახვა

საზოგადოება
ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს

ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. 

ამასთან, ოსური მხარის ინფორმაციით, გიუნაშვილის საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე 6 თვის წინ დაკავებული გიუნაშვილის საკითხი ერთ-ერთი ძირითადი იყო. გარდა ამისა, მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც მოსახლეობას მავთულხლართების დამონტაჟების შედეგად შეექმნა.

ოსურმა მხარემ ქართულ მედიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები გააპროტესტა და მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევები უარყო. 

ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.

ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, ოსური მხარის ინფორმაციით, გიუნაშვილის საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე 6 თვის წინ დაკავებული გიუნაშვილის საკითხი ერთ-ერთი ძირითადი იყო. გარდა ამისა, მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც მოსახლეობას მავთულხლართების დამონტაჟების შედეგად შეექმნა. ოსურმა მხარემ ქართულ მედიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები გააპროტესტა და მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევები უარყო. ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics