|
2016-11-30 19:24:52, 980 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ ყრილობის 7.000 დელეგატიან ფორმატს დაუჭირა მხარი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოზე განსახილველად გატანილი პარტიის ყრილობის ორი ფორმატიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნილ ვარიანტს, სადაც 7.000-მდე დელეგატია გათვალისწინებული. ჯგუფში, რომელმაც ეს ვარიანტი შექმნა, შედიოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინო კალანდაძე, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვები. ცნობილია, რომ ენმ-ს დამფუძნებელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებას უჭერს მხარს და ამას იმით ხსნის, რომ პარტიის მხარდამჭერები და აქტივი ფართოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ენმ-ის ყრილობაზე. საპირისპიროს ამტკიცებენ პოლიტსაბჭოს ის წევრები, ვისაც 2.000 დელეგატი საკმარისად მიაჩნია ყრილობის ჩასატარებლად. მათი განმარტებით, დელეგატთა ეს რაოდენობა წარმომადგენლობითი იქნება, ამასთან, პოლიტსაბჭოს წევრთა ეს ნაწილი ევროპული და ამერიკული წამყვანი პოლიტიკური პარტიების მაგალითს იშველიებენ, რომელთაც ასეულობით ათასი წევრი ჰყავთ, ყრილობაზე კი პარტიას, მაქსიმუმ, 2-3 ათასი დელეგატი წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)