13:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 12:32:21, 654 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  რეგიონულ დირექტორს  სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტინა  საბადოშს შეხვდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე  IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი  ილიანა დერილოვა ესწრებოდა.

უწყების ცნობით,შეხვედრაზე სოზარ სუბარმა დელეგაციის წევრებს  სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

სოზარ სუბარის განცხადებით,  უაღრესად მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს უწევს.

IOM-ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, შთამბეჭდავი და ინოვაციურია ის პროექტები, რასაც  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.   

არგენტინა საბადოშის თქმით,  ეს პროექტები არის ერთგვარი მოდელი, რომელიც შესაძლებელია სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ. 

არგენტინა საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან მართავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics