13:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 12:30:30, 716 ნახვა

საზოგადოება
პირველი ლედი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 29 ნოემბერს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.

ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში" მიერ დაწესებული კატო მიქელაძის პრემიის უმთავრეს მიზანს ქალი უფლებადამცველების აღიარება,  დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

პრემია ქალ აქტივისტს  2013 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა.

მაკა ჩიჩუასთან ერთად დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა.

საქართველოს პირველმა ლედიმ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში" მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ  ღონისძიებაში - დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics