|
2016-11-30 12:21:12, 775 ნახვა
პოლიტიკა
სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი აღარ იმსჯელებს
სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას აღარ გააგრძელებს. კანონპროექტი ითვალისწინება ცვლილებებს სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ჯარიმები წესდებოდა. ცნობისთვის, კანონპროექტი 2012 წელს მომზადდა და პროექტის ინიციატორი მაშინდელი ევროპასთან ინტეგრაციიის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იყო. კანონპროექტის თანახმად, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევდა. ასევე, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში, 50 ლარით ჯარიმას ითვალისწინებდა. მე-8 მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა. მე-9 მოწვევის პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონი უკან გაიწვიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)