|
2016-11-29 23:08:08, 891 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ
ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის შესახებ კანონზე საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონის პროექტი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა დამტკიცდება თუ არა კანონი, ჯერ ცნობილი არ არის. "ამ კანონის პროექტზე გადაწყდა, რომ მსჯელობა გაგრძელდებოდა. ეს იყო მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების. მათ შორის იმ სუბიექტების, რომლებიც პროცესების მონიტორინგში არიან ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი მოთხოვნა იყო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ შეცნობილი მიზნის გარეშე ადამიანები კვეთდნენ საზღვარს და სახელმწიფო მათ მკაცრ სანქციას უპირისპირებდა, ანუ უცხოელები კანონის შემსუბუქებას ითხოვდნენ. კანონის პრეოქტის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდოს საზღვრის გადამკვეთს, განმეორების შემთხვევაში კი, პატიმრობა. მაგრამ, ეს მხოლოდ ინიციატივაა და მეტი არაფერი. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე. არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)