|
2016-11-29 22:29:26, 797 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ არჩევნებში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე იყო დეკლარირებული
ხარჯი [ენმ-ის მიერ არჩევნებში] იყო ბევრად მეტი, ვიდრე იყო დეკლარირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 20 000-მდე აგიტატორი ჰყავდა, რომელსაც 150 ლარს უხდიდნენ თვეში. "ერთია რა იყო დეკლარირებული და რა არა. დეკლარირებულ თანხების შედარებაში იყო სხვაობა, თუმცა არადეკლარირებულ თანხებს თუ ავიღებთ, ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობა იყო. თქვენ შეგიძლიათ ნაცმოძრაობის დეკლარირებულ ბიუჯეტს ჩახედოთ რეალურად, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული მათი აქტივობა. მხოლოდ აგიტატორები ყავდათ 20 000-მდე, რომელსაც 150 ლარს უხდიდნენ თვეში. დანაშაულია თუ რა არის, ეს აუდიტის სამსახურის დასადგენია. ჩვენ ვიყავით კონკურენციაში და ვაგროვებდით ზუსტ ინფორმაციებს. გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რას ხარჯავდნენ ჩვენი კონკურენტები. კონკრეტული აგიტატორების რაოდენობა ყავდათ და კონკრეტულ ხელფსს უხდიდნენ მათ. ამ ინფორმაციას ნებისმიერი, ჩვენი რიგითი აქტივისტი დაგიდასტურებთ. სიღრმეში ჩასვლა აღარ მინდა, ხარჯი იყო ბევრად მეტი, ვიდრე იყო დეკლარირებული", - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)