|
2015-03-23 17:43:00, 530 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე პარლამენტს მიმართავს, პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობის დასწრება უზრუნველყოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, რომ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება უზრუნველყოს. როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარლამენტს ამ მოთხოვნით ოფიციალურად, წერილობითი სახით მიმართავს. „ამ მოხსენების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დაესწროს აღმასრულებელი და სასამართო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. ეს განპირობებულია თავად მოხსენების მნიშვნელობით, ასევე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და ხელისუფლების ერთიანობის ფუძემდებლური პრინციპებით. ჩვენ გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რათა მათ უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების , ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სხვა ინსტირუტიციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსნებაზე დასასწრებად. შესაბამისად ამ თხოვით, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 31 დეკემბერს წარსდგება. თუმცა, რა ფორმატში მოხდება ეს, ამაზე საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)