|
2016-11-29 19:13:22, 816 ნახვა
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: საკონსტიტუციო კომისიის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულება უნდობლობის განცდას აჩენს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი საზოგადოებაში, ამ პროცესის მიმართ, გარკვეული უნდობლობის განცდას აჩენს. „საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ძალიან ფართო ჩართულობა და მაღალი სანდოობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება წინა პერიოდებში საკონსტიტუციო კომისიების მუშაობისა და შესაბამისად, კონსტიტუციური ცვლილებების კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მორგებისა. ჩვენ შევთავაზეთ სწორედ ის ინიციატივა, რომ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფისათვის კომისია შექმნილიყო მაღალი წარმომადგენლობით - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და ფართო ჩართულობის უზრუნველყოფით. სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გაიზიარა უმრავლესობამ. მათგან მივიღეთ პასუხი, რაც მე ვთვლი, რომ ამ პროცესისთვის ძალიან ცუდია. უპირველეს ყოვლისა, ცუდია იმიტომ, რომ ამ პროცესის მიმართ დასაწყისშივე აჩენს გარკვეული უნდობლობის განცდას, როგორც ჩვენში, ისე საზოგადოებაში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)