|
2015-03-23 16:34:24, 2124 ნახვა
ეკონომიკა
გორგიაში ყველაზე იაფი ფასების აქცია დაიწყო
ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ საგაზაფხულო ყველაზე იაფი ფასების აქცია დაიწყო. პირველ სამშენებლო სარემონტო ჰიპერმარკეტში მომხმარებელს უკვე შეუძლია ასეულობით პროდუქტზე სპეციალური ფასი მიიღოს. აქციის ფარგლებში კაფელი 11 ლარად, ლამინატი 11.50 ლარად, 50 კილოგრამიანი ცემენტი 10 ლარად და 80 თეთრად, თაბაშირ-მუყაო 10 ლარად და 49 თეთრად, ჭაღები 11 ლარიდან, ერთი ტომარა ქვიშა - 95 თეთრად, ერთ მეტრიანი კაბელი 25 თეთრად გაიყიდება. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი მკვეთრად შეიცვალა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ ყველაზე დაბალი ფასები და ცალკეულ სამშენებლო-სარემონტო მასალებზე მკვეთრად გავაიფეთ. ასევე გავზარდეთ ასორტიმენტი და მომხმარებელს უკვე ისეთი პროდუქტების ყიდვაც შეუძლია, როგორიცაა ქვიშა, ცემენტი და თაბაშირ-მუყაო“,- აცხადებენ „გორგიაში.“ ცნობისთვის, ჰიპერმარკეტი „გორგია“ თბილისში - წერეთლის 140-შია განთავსებული და ფილიალები აქვს ქუთაისსა და ბათუმში. პირველ სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტში 25000 დასახელების პროდუქტი იყიდება. მომხმარებელს უფასო პარკირების ზონა ემსახურება და ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენის შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილამდე მიტანა უფასოა. ჰიპერმარკეტი „გორგია“ თავის მომხმარებელს ასევე აბაზანის ინტერიერიერის დიზაინსაც უფასოდ სთავაზობს.
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)