|
2016-11-29 16:24:01, 1728 ნახვა
ეკონომიკა
2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში. კვირიკაშვილის თქმით, ეს კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, მათი მიღებული მოგება გადასახადების ნაცვლად, ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მიმართონ: „2014 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენს რეგიონში მნიშვნელიოვნად შემცირდა ეკონომიკური ზერდის ტემპები. რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც დაფიქსირდა.საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაოდ დაბალი ზრდის დინამიკა.ამიტომ, გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისათვის და მათი შემოსავლების ზრდისთვის. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება გადასახადების ნაცვლად მიმათონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მხოლოდ მოგების გადასახადიას გაუქმებით, წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტრიეებისთვის და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, მინიმუმ ორი მილიარდი ლარის დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება მინიმუმ 40 000 ახალი სამუშაო ადგილი. ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და ზოგად ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის ვგეგმავთ დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)