|
2016-11-29 15:52:43, 1351 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება
ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის ე.წ შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება. არსებული ინფორმაციით, იანვრის სესიაზე ევროდეპუტატები შესაბამისი რეგლამენტის 2016/0142(COD) განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც "შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99%-ი "შეჩერების მექანიზმის" მომხრეები არიან. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაცია 2016 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)