|
2016-11-29 15:16:43, 738 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სპეციალური ოპერაციების ძალებს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს. ზუსტად 17 წლის წინ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეიქმნა დანაყოფი, რომლის არსებობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ეს დანაყოფი არის ნათელი მაგალითი ნატოს წევრ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის, რომლის შედეგადაც საქართველო კიდევ უფრო დაცული ხდება, ხოლო შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. პრეზიდენტი მადლობას უხდის სპეციალური ოპერაციების ძალებს სამშობლოს სამსახურისთვის“, - განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)