|
2016-11-29 11:37:36, 760 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტიან საბადოშთან. შეხვედრას „IOM“-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა ესწრებოდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ის აქტივობები გააცნო, რომელთაც მიგრაციის სამთავრობო კომისია ახორციელებს და რომელთა მიზანი მიგრაციის კუთხით საქართველოს არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა. გოჩა ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვთ. იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის გამართვის ინიციატივა „IOM“-ის რეგიონულ დირექტორს ეკუთვნის. არგენტიან საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან გეგმავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)