|
2016-11-29 09:53:28, 763 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაში - „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი“ მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარსდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრი, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი. მინისტრი საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე რეფორმების განხორციელების პროცესში და ასევე იმ სარგებელზე ისაუბრებს, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედების შემდეგ მოიტანს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)