|
2016-11-28 15:09:16, 1872 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობის ახალ გუნდს რჩევებით მიმართავს
ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგას. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დოლარში სესხების გაცემაზე უარი უნდა თქვას. "ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს დოლარში ნომინირებული სესხების მაქსიმალურად შეზღუდვაზე. ვთვლი, რომ კომერციულმა ბანკებმა, იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შემოსავალი ლარში გააჩნიათ, სესხები უნდა გასცენ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ასევე მაქსიმალურად შეიზღუდოს, როგორც საბანკო ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების, მათ შორის იპოთეკის კუთხით, დოლარში გაცემა. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დოლარში სესხების გაცემაზე", - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ექსპერტი მთავრობის ახალ ეკონიომიკურ გუნდს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს: " 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს; სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო; შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას". მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ნოემბრის თვე ერთ-ერთი ყველაზე რთულია.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)